|
|
29 დეკემბერი, 2011
 |
ფიოდორ დოსტოევსკის “ბიძიას სიზმარი” 1859 წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოები იშვიათი სიცხადით გადმოსცემს ადამიანური ურთიერთობების რთულ, სკანდალურ, ერთსა და იმავე დროს, ტრაგიკულ და კომიკურ ასპექტებს. სრულად |
13 მაისი, 2011
 |
“ძმები კარამაზოვები” (1880) დიდი რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) უკანასკნელი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. რომანი მოგვითხრობს კარამაზოვების ოჯახის ისტორიას და ეხება კაცობრიობისათვის ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ღმერთის არსებობის საკითხი, თავისუფალი ნება, მორალი, ეჭვი, რწმენა.
სრულად |
20 დეკემბერი, 2010
 |
მარკ ტვენი (1835 – 1910) – ნამდვილი სახელია სემუელ ლენგჰორნ კლემენსი, ამერიკელი მწერალი და იუმორისტი. სახელი გაითქვა საბავშვო წიგნებით “ტომ სოიერის თავგადასავალი” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი”. არის ავტორი მრავალი მოთხრობისა, რომელთა ზუსტი რაოდენობა დღემდე არაა დადგენილი, ვინაიდან ჟურნალ-გაზეთებში ხშირად განსხვავებული ფსევდონიმებით აქვეყნებდა.
უილიამ ფოლკნერი მას “ამერიკული ლიტერატურის მამას” უწოდებდა. ერნესტ ჰემინგუეი წერდა: “მთელი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურა მოდის მარკ ტვენის ერთი წიგნიდან, რომელსაც ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი ჰქვია”.
სრულად |
20 დეკემბერი, 2010
 |
ალექსანდრე დიუმა, შვილი (1824–1895) – ფრანგი მწერალი და დრამატურგი, ცნობილი მწერლის, ალექსანდრე დიუმას შვილი. მისი რომანი “ქალი კამელიებით” აღწერს ახალგაზრდა კურტიზანის, მარგარიტა გოტიეს ტრაგიკულ ცხოვრებას. ამ პერსონაჟის შექმნა მწერალს შთააგონა ულამაზეს კურტიზან ქალთან, მარი დიუპლესისთან შეხვედრამ, რომელსაც მთელი პარიზი ეთაყვანებოდა და რომელთან ურთიერთობის საშუალებაც მწერალს არ ჰქონდა, ვინაიდან საკმარისად მდიდარი არ იყო.
რომანი საფუძვლად დაედო ჯუზეპე ვერდის ცნობილ ოპერას “ტრავიატა”. სრულად |
20 დეკემბერი, 2010
 |
ონორე დე ბალზაკი (1799–1850) – ფრანგი მწერალი. “შუანები, ანუ ბრეტანი 1799 წელს” მისი პირველი რომანია, რომელიც 1829 წელს შემდეგი სათაურით გამოიცა: “უკანასკნელი შუანი, ანუ ბრეტანი 1799 წელს”. ნაწარმოებში ასახულია XVIII საუკუნის საფრანგეთის ისტორიული ვითარება, ბრძოლა რესპუბლიკელებსა და როიალისტებს შორის. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები მოწინააღმდეგე მხარეების წამომადგენლები არიან. მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა, საბოლოოდ, მათი სიყვარულიცა და სიცოცხლეც ინტრიგების მსხვერპლი ხდება. სრულად |
|
|
|
კომენტარები